TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას გია ბასილაძე შეასრულებს
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას გია ბასილაძე შეასრულებს
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეს, ირაკლი შენგელიას საკუთარი განცხადების საფუძველზე, უფლებამოსილება შეუჩერდა. საკითხზე საკრებულოს ბიუროს 94-ე სხდომაზე იმსჯელა.
ბიუროს გადაწყვეტილებით, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება პირველ მოადგილეს, გია ბასილაძეს დაეკისრა.
ცნობისთვის, ირაკლი შენგელია საქმიანობას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში აგრძელებს, სადაც მედიცინის სკოლას უხელმძღვანელებს.

















