TOP-NEWS.GE / ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას გია ბასილაძე შეასრულებს

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას გია ბასილაძე შეასრულებს


ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეს, ირაკლი შენგელიას საკუთარი განცხადების საფუძველზე, უფლებამოსილება შეუჩერდა. საკითხზე საკრებულოს ბიუროს 94-ე სხდომაზე იმსჯელა.

ბიუროს გადაწყვეტილებით, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება პირველ მოადგილეს, გია ბასილაძეს დაეკისრა.

ცნობისთვის, ირაკლი შენგელია საქმიანობას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში აგრძელებს, სადაც მედიცინის სკოლას უხელმძღვანელებს.

8-08-2025, 13:50
უკან დაბრუნება