TOPNEWS » მთავარი თემა » “ქართული ოცნება” იმერეთში მერობის კანდიდატებს სავარაუდოდ ორშაბათს წარადგენს
“ქართული ოცნება” იმერეთში მერობის კანდიდატებს სავარაუდოდ ორშაბათს წარადგენს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, 63 რეგიონულ მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატების თაობაზე კონსულტაციები დასრულდება და მათ პარტია, სავარაუდოდ, ორშაბათს წარადგენს. მისი თქმით, მუნიციპალიტეტის უმრავლესობაში კანდიდატებად მოქმედი მერები დარჩებიან.
„კონსულტაციები დასრულებულია და სავარაუდოდ, ორშაბათს წარვადგენთ მერობის კანდიდატებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ორი კლასიკური კრიტერიუმი არსებობს, ეს არის კომპეტენცია და კეთილსინდისიერება. მერობის თითოეული კანდიდატი ამ კრიტერიუმით შეირჩევა, ეფექტიანი მმართველობა გვჭირდება. ხშირ შემთხვევაში მოქმედი მერები რჩებიან საკუთარ პოზიციებზე, ესაა ჩვენი გადაწყვეტილება, თუმცა გვეყოლება ასევე, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ახალი სახეები“,- განაცხადა კობახიძემ.

















