TOPNEWS » მთავარი თემა » “ხარაგაულში გეოლოგები ინტენსიურად მუშაობენ და ატარებენ სიღრმისეულ კვლევებს, რაც აუცილებელია სტიქიის ზონაში უსაფრთხო და გონივრული გადაწყვეტილებების მისაღებად”

“ხარაგაულში გეოლოგები ინტენსიურად მუშაობენ და ატარებენ სიღრმისეულ კვლევებს, რაც აუცილებელია სტიქიის ზონაში უსაფრთხო და გონივრული გადაწყვეტილებების მისაღებად”

“ხარაგაულში გეოლოგები ინტენსიურად მუშაობენ და ატარებენ სიღრმისეულ კვლევებს, რაც აუცილებელია სტიქიის ზონაში უსაფრთხო და გონივრული გადაწყვეტილებების მისაღებად”

ხარაგაულის მერმა მერის წარმომადგენლებთან ერთად ორშაბათის ტრადიციულ თათბირზე მუნიციპალიტეტში მიმდინარე საკითხები და პროექტები განიხილა.

ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელსაც მერმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია, იყო გზების რეაბილიტაცია. ხარაგაულის მერიამ რეგიონული განვითარების ფონდიდან 6 153 647 ლარი მიიღო, რაც 40 ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას მოხმარდა. მათგან 35 უკვე დასრულებულია, ხოლო 5 პროექტზე სამუშაოები აქტიურად გრძელდება.

მუნიციპალიტეტმა ასევე მიიღო დამატებით 506 000 ლარი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, რაც ახალი პროექტების განხორციელების შესაძლებლობას ქმნის.

თათბირზე საუბარი შეეხო სტიქიის ზონებში მიმდინარე გეოლოგიურ კვლევებსაც – მერის ინფორმაციით, ადგილზე გეოლოგები ინტენსიურად მუშაობენ და ატარებენ სიღრმისეულ კვლევებს, რაც აუცილებელია სტიქიის ზონაში უსაფრთხო და გონივრული გადაწყვეტილებების მისაღებად.

გარდა ამისა, მერმა აღნიშნა, რომ სოფლებში აქტიურად ხორციელდება პროექტები სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში. განხილული იქნა არსებული გამოწვევები და მერმა წარმომადგენლებს კონკრეტული დავალებები მისცა მიმდინარე სამუშაოების გაუმჯობესებისა და ეფექტური კოორდინაციის მიზნით.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu