16 მაისს, პროტესტის 29-ე დღეს, გამჭვირვალობის კანონის მოწინააღდეგეები მორიგ აქციას ქუთაისის მერიის წინ გამართავენ.
"16 მაისი, 16:00 სთ-დან, რუსული ოცნების ქუთაისის ფილიალის წინ (მერია).
ხელისუფლების მიერ ქართველი ხალხის ლეგიტიმური მოთხოვნის უგვებელყოფამ და მოქალაქეების მიმართ განხორციელებულმა მუქარამ, ცემამ, დაჭერამ სტუდენტები ქუჩაში საპროტესტოდ გამოიყვანა.
ქუთაისში არსებული სამივე უნივერსიტეტის სტუდენტობის დიდი ნაწილი დღეს ქუჩაში დგას თავიანთი უფლებების დასაცავად.
სად ხარ შენ?
წლობით ნატრობდა ქალაქი ახალი თაობის ხმას. ახლა ეს ხმა ქუჩაშია. შემოუერთდი,"-აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.