TOPNEWS » მთავარი თემა » ჯანდაცვის სამინისტრომ გაფანტული სკლეროზით დაავადებული პაციენტების დაფინანსება დაიწყო

ჯანდაცვის სამინისტრომ გაფანტული სკლეროზით დაავადებული პაციენტების დაფინანსება დაიწყო

ჯანდაცვის სამინისტრომ გაფანტული სკლეროზით დაავადებული პაციენტების დაფინანსება დაიწყო

ჯანდაცვის სამინისტრომ, გაფანტული სკლეროზით დაავადებული პაციენტებისთვის, მედიკამენტების, მომსახურებისა  და  მაღალტექნოლოგიური კვლევების  დაფინანსება დაიწყო.

პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფომ, წამყვანი ფარმაცევტული კომპანიების მიერ წარმოებული, უმაღლესი ხარისხის მამოდიფიცირებელი მედიკამენტები „ოკრევუსი“ (ხსნარი) და „გილენია“ (აბები) უკვე შეიძინა. პაციენტებს, უფინანსდებათ აღნიშნული მედიკამენტები, რომლებიც ინდივიდუალურად, დიაგნოზის სპეციფიკის გათვალისწინებით ენიშნებათ. ასევე, ოკრევუსის ხსნარის შემთხვევაში, ფინანსდება მისი გადასხმა ან კანქვეშა ინიექცია, რომელიც დღის სტაციონარში ტარდება. 

ბენეფიციართა ფინანსური მხარდაჭერისთვის, მკურნალობის მონიტორინგისა და მისი ეფექტურობის გაზრდის მიზნით, პაციენტებს, საჭიროების მიხედვით, უფასოდ ჩაუტარდებათ თავის ტვინისა და ზურგის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული კვლევები. 

პროგრამა ასევე მოიცავს დღის სტაციონარის პირობებში, მედიკამენტ მეთილპრედნიზოლონით მკურნალობის კომპონენტს, რომელიც დაავადების გამწვავების შემთხვევაში დაინიშნება და სრულად დაფინანსდება.   

პროგრამაში ჩასართავად, პაციენტმა ან მისმა წარმომადგენელმა უნდა მიმართოს ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს, წარმოადგინოს ფორმა 100 და პროგრამაში რეგისტრაციის შემდეგ, ბენეფიციარს შესაძლებლობა ექნება, აფთიაქიდან გაიტანოს კუთვნილი მედიკამენტი, სამედიცინო სერვისებისთვის კი მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას. 

აღსანიშნავია, რომ  დედაქალაქსა და აჭარაში მცხოვრები ბენეფიციარებისთვის პროგრამას ადგილობრივი მთავრობა ახორციელებს.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu