TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისში, მწვანეყვავილას უბანში მცხოვრები მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

ქუთაისში, მწვანეყვავილას უბანში მცხოვრები მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

ქუთაისში, მწვანეყვავილას უბანში მცხოვრები მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

მოსახლეობა, რომელიც ქუთაისში, მწვანეყვავილას ქუჩაზე (ჭალის უბანი) ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად დაზარალდა (მთიდან წამოსულმა ქვის მასამ გზა ჩაკეტა), დახმარებას ითხოვს. 

მოგმართავთ სერიოზული და გადაუდებელი პრობლემის გამო, რომელიც უკავშირდება გზის მონაკვეთზე არსებული ფერდობიდან ქვათა მასობრივ ცვენას. აღნიშნული მდგომარეობა წარმოადგენს პირდაპირ საფრთხეს მოქალაქეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის,  არსებული ვითარება მიუთითებს, რომ ტერიტორია არ არის სათანადოდ დაცული და არ ხდება მისი მონიტორინგი, რაც არის შესაბამისი პასუხისმგებელი უწყებების პირდაპირი ვალდებულების შეუსრულებლობა.

მოვითხოვთ:

დაუყოვნებლივ განხორციელდეს ტერიტორიის შემოწმება სპეციალისტების მიერ;
გატარდეს გადაუდებელი უსაფრთხოების ღონისძიებები
მოხდეს ფერდობის გამაგრება და დამცავი ინფრასტრუქტურის მოწყობა;
უზრუნველყოფილი იყოს გზის სრულფასოვანი გაწმენდა და შემდგომი პრევენცია.

გთხოვთ, აღნიშნულ საკითხზე რეაგირება განხორციელდეს უმოკლეს ვადებში,"-ნათქვამია მოსახლეობის მიმართვაში.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu