86 მოღალატე-ამგვარი წარწერით ქუთაისში პლაკატები გამოჩნდა.
ქალაქის ცენტრალურ ნაწილში განთავსებულ პლაკატებზე იმ 83 დეპუტატის სიაა ჩამოწერილი, რომლებმაც "გამჭვირვალობის კანონს" პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს. პლაკატზე ასევე გამოსახული არიან "ქართული ოცნების" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, ყოფილი პრემიერი, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი და მოქმედი პრემიერი ირაკლი კობახიძე.