TOPNEWS » მთავარი თემა » რა კეთდება ქუთაისში, უქიმერიონის ადმინისტრაციულ ერთეულში?

რა კეთდება ქუთაისში, უქიმერიონის ადმინისტრაციულ ერთეულში?

რა კეთდება ქუთაისში, უქიმერიონის ადმინისტრაციულ ერთეულში?

ქუთაისში, უქიმერიონის ადმინისტრაციულ ერთეულში,  ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება.

საგზაო ინფრასტრუქტურა წესრიგდება ჭანტურიას ქუჩაზე, სადაც განახლდება გზის საფარი და გამაგრდება საყრდენი კედელი. სამუშაოების ღირებულება 230 000 ლარს შეადგენს. 

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება პეტრიწისა და გაფრინდაშვილის ქუჩებზე. გაფრინდაშვილის ქუჩაზე სადაც განვითარდა მეწყრული პროცესები, მიმდინარეობს გამაგრებითი სამუშაოები, ეწყობა საყრდენი კედლები და საგზაო ინფრასტრუქტურა. სამუშაოების დასრულების შემდეგ არეალში მცხოვრები მოსახლეობისთვის შეიქმნება უსაფრთხო გარემო. 

უქიმერიონის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე სამუშაოებს ქუთაისის მერის მოადგილე გიორგი ცხაკაია უქიმერიონის მაჟორიტარ დეპუტატთან ამირან კოპალეიშვილთან ერთად გაეცნო.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu