TOPNEWS » მთავარი თემა » გუმათში მრავალბინიანი სახლების ფასადების რეაბილიტაცია დაიწყო
გუმათში მრავალბინიანი სახლების ფასადების რეაბილიტაცია დაიწყო
გუმათის ადმინისტრაციულ ერთეულში, მრავალბინიანი სახლების ფასადების რეაბილიტაცია დაიწყო.
ფასადის მოწესრიგების სამუშაოები ავალიანის ქუჩაზე მდებარე სახლებს უტარდება.
პროექტის მიხედვით, ფასადების პარალელურად მოწესრიგდება აივნები.
მიმდინარე სამუშაოები დღეს, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გუმათისა და უქიმერიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ამირან კოპალეიშვილმა, მერიის მუნიციპალური და საბინაო ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ხელმძღვანელთან დავით ჭეიშვილთან ერთად დაათვალიერა.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.

















