ჭიათურაში ორი მაღაროელი “მშრალ შიმშილობაზე” გადავიდა

ჭიათურაში ორი მაღაროელი “მშრალ შიმშილობაზე” გადავიდა

ჭიათურაში მოშიმშილე მაღაროელებიდან ორი მათგანი ე.წ. მშრალ შიმშილობაზე გადავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ “მაღაროელი” ავრცელებს. 

“საპროტესტო აქციაზე, რომელიც უკვე 126 დღეა გრძელდება, ხოლო შიმშილობა 15 დღეა მიმდინარეობს, დღეს ერთ-ერთი  მოშიმშილე, ტარიელ მიქაცაძე შეუძლოდ გახდა. მან უარი განაცხადა სასწრაფო დახმარების გამოძახებაზე და ნებისმიერი სახის მკურნალობაზე. მიუხედავად ამისა, მდგომარეობის სიმძიმის გამო, სასწრაფო დახმარების გამოძახება ორჯერ გახდა საჭირო.

შეგახსენებთ, რომ ტარიელ მიქაცაძე იმყოფება მშრალ შიმშილობაზე-იგი არ იღებს არც წყალს, არც გლუკოზას. მისი შაქრის დონე კრიტიკულ ნიშნულამდე-2.1-მდე (მმოლ/ლ) დაეცა.

ასევე, პროტესტმა კიდევ უფრო მკაცრი ფორმა მიიღო. მირზა ლოლაძემ, რომელსაც  პირი ამოკერილი აქვს პროტეატის ნიშნად, მშრალი შიმშილობა დაიწყო. მას მთელი დღის განმავლობაში სითხე არ მიუღია, რის გამოც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც გაუარესდა და შაქრის დონეც დაეცა.

პროტესტის და შიმშილობის მთავარი მოთხოვნაა ოთხი უსამართლოდ დაკავებული ჩვენი თანამებრძოლის გათავისუფლება. შეგახსენებთ, რომ მათი სასამართლო პროცესი 17 ივლისს არის ჩანიშნული,”-აცხადებენ მაღაროელები. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები