TOPNEWS » მთავარი თემა » ონში, საგლოლოს მონაკვეთზე, ჩამოსული ზვავისგან გზას წმენდენ

ონში, საგლოლოს მონაკვეთზე, ჩამოსული ზვავისგან გზას წმენდენ

ონში, საგლოლოს მონაკვეთზე, ჩამოსული ზვავისგან გზას წმენდენ

ონის მუნიციპალიტეტში დილიდან განახლდა როგორც ქალაქის, ასევე შიდა სასოფლო საავტომობილო გზების თოვლისგან წმენდის სამუშაოები.

სტიქიის შედეგად ამ დროის მონაცემებით, ონის მუნიციპალიტეტში შუქი არ მიეწოდება 11 სოფელს, შიდა სასოფლო გზა ამ ეტაპზე ჩაკეტილი აქვს 58 სოფელს.

“ენერგო პრო ჯორჯიას" ჯგუფები სხვადასხვა დაზიანებულ უბნებზე მუშაობენ, რათა დროულად უზრუნველყონ ელექტრომომარაგების აღდგენა.

ამ დროისთვის, რამოდენიმე ერთეული ტექნიკა აქტიურად აგრძელებს მუშაობას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის საგლოლოს მონაკვეთზე, სადაც მიმდინარეობს ჩამოსული ზვავის გაწმენდითი სამუშაოები. პროცესი მუნიციპალიტეტის მასშტაბით ეტაპობრივად გაგრძელდება და ყველა პრობლემურ მონაკვეთს მოიცავს.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu