რეკლამა

"მისი სახით საქართველომ გამორჩეული პატრიოტი და ღირსეული შვილი დაკარგა,"-ზაზა მესხს ემიგრანტები ემშვიდობებიან

"მისი სახით საქართველომ გამორჩეული პატრიოტი და ღირსეული შვილი დაკარგა,"-ზაზა მესხს ემიგრანტები ემშვიდობებიან

გერმანიის ქართული სათვისტომო შოვში, 3 აგვისტოს სტიქიის შედეგად გარდაცვლილ ზაზა მესხს ემშვიდობება. 

"მიუხედავად იმისა, რომ ამდენი დღე გავიდა იმ საშინელი ტრაგედიიდან და ალინას ცხედრის პოვნიდან, მაინც თითქოს რაღაც იმედებს ვებღაუჭებოდით, სასწაულს ველოდით... იქნებ ზაზა და ბავშვები მაინც გადარჩენილიყვნენ... ყველას ძალიან გვიმძიმს მომხდარის გააზრება....

ძალიან ახალგაზრდა, ენერგიით და იდეებით აღსავსე შეუერთდა ორი ათეული წლის წინ ზაზა გერმანიის ქართულ სათვისტომოს. თანამოაზრე ახალგაზრდებთან ერთად, იგი ძველი თაობის ემიგრანტების ოცნებად ქცეული სურვილის ასრულებას შეუდგა. ახლად არჩეულმა გამგეობამ, რომლის აქტიური წევრი ზაზაც იყო, დიდი წვლილი შეიტანა ევროპის ერთ-ერთი უძველესი ქართული  სათვისტომოს საქმიანობის განახლებასა და საქველმოქმედო პროექტების წამოწყებაში.

ზაზა იყო გერმანიის ქართული სათვისტომოს პირველი ბეჭდვითი ორგანოს თანადამფუძნებელი, რომელსაც ასე ნატრობდნენ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიაში გადმოხვეწილი ქართველები. 

გერმანიიდან ინგლისში და შემდეგ ჰოლანდიაში გადასვლის შემდეგაც არ შეწყვეტილა კონტაქტი სათვისტომოს გამგეობასთან და მის წევრებთან. 

მუდამ გვემახსოვრება ზაზა, როგორც სათვისტომოს დაუღალავი წევრი და სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი. მისი სახით საქართველომ გამორჩეული პატრიოტი და ღირსეული შვილი დაკარგა. 

ვიზიარებთ ზაზას ოჯახის ღრმა მწუხარებასა და ტკივილს.
მსუბუქი იყოს ზაზასთვის მშობლიური მიწა,"-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, ზაზა მესხი სტიქიის დროს შოვში მეუღლესთან და შვილებთან ერთად იმყოფებოდა. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები