TOPNEWS » მთავარი თემა » ჭიათურაში სკვერის ტერიტორიაზე, სადაც მეწყრული პროცესები განვითარდა, ორი საყრდენი კედელი მოაწყვეს
ჭიათურაში სკვერის ტერიტორიაზე, სადაც მეწყრული პროცესები განვითარდა, ორი საყრდენი კედელი მოაწყვეს
„ჭიათურობა- 2025“ -ის ფარგლებში, ყოფილი პიონერთა სასახლის მიმდებარედ ახლადრეაბილიტირებული სკვერი გაიხსნა.
როგორც ჭიათურის მერიაში განმარტავენ, სკვერი ორი წლის წინ მოეწყო, თუმცა იმ მონაკვეთში, სადაც ატრაქციონები იყო განთავსებული, მეწყრული პროცესები განვითარდა. არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად საჭირო გახდა ფერდობის გადამაგრება და ორი საყრდენი კედლის მოწყობა.
პროექტი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო პროგრამის ფარგლებში განხორციელდა, რომლის საერთო ღირებულებამ 1 650 900 ლარი შეადგინა.

















