რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დაკვეთით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯის წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
დღეის მდგომარეობით, სოფელში არსებული წყლის ინფრასტრუქტურა ამორტიზებულია. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია: სატუმბი სადგურის, რეზერვუარის, მაგისტრალური მილსადენის, წყალმომარაგების ქსელის და აღრიცხვის კვანძის მოწყობა. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 7 მილიონამდე ლარით ფინანსდება.
სამშენებლო სამუშაოები 2025 წლის იანვარში დასრულდება, რის შემდეგაც 2 300-მდე ბენეფიციარი 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, წყლისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ხუთი სამშენებლო პროექტი მიმდინარეობს, ჯამური ღირებულებით - 115 მილიონამდე ლარი. სამშენებლო სამუშაოები, ეტაპობრივად, 2026 წლის ბოლომდე დასრულდება, რის შემდეგაც 30 000 -მდე ბენეფიციარი ახალი ინფრასტრუქტურითა და 24 საათიანი უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს.