TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისში სულიკო თორთლაძის სახელობის მე-11 კომპლექსური სპორტული სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა

ქუთაისში სულიკო თორთლაძის სახელობის მე-11 კომპლექსური სპორტული სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა

ქუთაისში სულიკო თორთლაძის სახელობის მე-11 კომპლექსური სპორტული სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა

ქუთაისში სულიკო თორთლაძის სახელობის მე-11 კომპლექსური სპორტული სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა.

პროექტის მიხედვით სრულად განახლდა კალათბურთის, მაგიდის ტენისისა და ჩოგბურთის დარბაზები, ასევე, მოწესრიგდა შენობის ფასადი, სახურავი, კეთილმოეწყო ეზო. სკოლა 450 - მდე სპორტსმენზეა გათვლილი. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მიერ 2 694 751 ლარით დაფინანსდა. 


განახლებული სპორტული სკოლა ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეშვილმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა, საქართველოს პარლამენტის წევრებმა ზაზა ლომინაძემ, ვიქტორ სანიკიძემ და გივი ჭიჭინაძემ დაათვალიერეს.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu