თერჯოლის მუნიციპალიტეტში 22 ოქტომბერს სახალხო დღესასწაული "თერჯოლობა 2023“ გაიმართება.
ტრადიციული ფესტივალი ოქტომბრის თვეში 2013 წლიდან აღინიშნება. თერჯოლაში, ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, მთელი დღის განმავლობაში მრავალფეროვანი ღონისძიებებია დაგეგმილი.
12:00 საათი- ლაშა გოგიაშვილის სახელობის ფინალური მატჩი მინი-ფეხბურთში: თერჯოლა VS ძევრი
13:00-19:00 საათი- მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების მიერ წარმოდგენილი იქნება იმერული ეზო, იმერული სამზარეულო, სხვადასხვა ჯიშის ვაზისგან დამზადებული ღვინოები, მასტერკლასები ფელამუშისა და ჩურჩხელის მომზადებაში;
ჩატარდება ღვინის კონკურსი, სპეციალურად მოწვეული სომელიეების მიერ, გამოვლენილი იქნება გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციაში;
მოეწყობა ტურისტული სივრცე
მეწარმეების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა;
14:00-19:00 საათი SpinIt 360 გრადუსიან Slow Motion ვიდეოებისა და Gifit აპარატით (ბეჭდვით) უფასო ფოტო-ვიდეო გადაღება;
14:00-19:00 საათი-პატარების საყვარელი აქტივობა, საპნის ბუშტების შოუ
12:00-19:00 საათი-საბავშვო გასართობი ატრაქციონები, რომელიც სრულიად უფასო იქნება ყველა პატარისთვის;
13:30 საათი-მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის მიერ, ამფითეატრში წარმოდგენილი იქნება საბავშვო გასართობი პროგრამა;
15:00 საათი- სამხატვრო სკოლის ორგანიზებით მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა და მხატვრულ კონკურსში ,,ჩემი ქალაქის“ გამარჯვებულთა დაჯილდოება;
16:00 საათი-ადგილობრივი შემოქმედებითი ანსამბლების ღონისძიება;
თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტის, ლევან მაკარიძის მუსიკალური ნომერი;
ქუთაისის ოპერის თეატრის წამყვანი სოლისტის, რამაზ კუბლაშვილის მუსიკალური ნომერი;
საპატიო მოქალაქეების დაჯილდოება;
წარმატებულ სპორტსმენთა დაჯილდოება;
ღვინის კონკურსში გამარჯვებულ მონაწილეთა დაჯილდოება
19:00 საათი- სახალხო დღესასწაული ,,თერჯოლობა 2023“ მუსიკალური ბენდის ,,რეგიონის“ კონცერტით დასრულდება.