ტურისტი რაჭაში არსებულ პრობლემებზე წერს.
"დღეს დავტოვე რაჭა. ღმერთო, როგორი ლამაზი და ჯანსაღია აქაურობა და როგორი უპატრონობა იგრძნობა. დათვები ანადგურებენ ყველაფერს: მოსავალს, შინაურ ფრინველს, ცხოველს. ტაქსის მძღოლმა მითხრა: სოფელ ხიმშში წელს მეშვიდე ძროხა შეჭამა დათვმაო; ქვედა ზონაში მამა-შვილი 50 ათასით დაუჯარიმებიათ დათვის მოკვლისთვის. საკუთარ ეზოში რომ დათვი მოკლა, გამგეობის ნებართვა უნდა გქონდესო. ჩემი ოჯახიდან ქათმები წაიყვანა ეზოდან. გამგეობასაც შევატყობინეთ და გარემოს დაცვის სამსახურსაც. არავინ მოსულაო. ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც დათვის სიცოცხლე 50 ათასი ლარით შეაფასეს, ადამიანი - არ ღირს არაფრად, იმიტომ რომ მის სიკვდილს ბიუჯეტში თანხა არ შეაქვს,"-წერს ტურისტი.