რეკლამა

ზვიად შალამბერიძე: ერთად ყველაფერს შევძლებთ

ზვიად შალამბერიძე: ერთად ყველაფერს შევძლებთ


იმერეთის ყოფილი გუბერნატორი და მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის წევრი ზვიად შალამბერიძე მოსახლეობას მიმართავს:

“ძვირფასო თანამემამულენო!

მინდა გულითადად მოგილოცოთ მე-11 მოწვევის პარლამენტის მუშაობის დაწყება, რომელიც წარმატებით ჩატარებული არჩევნების და ჩვენი ხალხის ნების გამოხატულების შედეგია.

წარმატებას და ნაყოფიერ მუშაობას ვუსურვებ ახლადარჩეულ დეპუტატებს, რათა სრულად გაამართლონ მოქალაქეების ნდობა, ენერგიულად იმუშაონ ქვეყნის საკეთილდღეოდ და დაიცვან ის მონაპოვარი, რასაც წლების განმავლობაში ერთად მივაღწიეთ. ჩვენი საერთო ძალისხმევითა და ამომრჩევლების მტკიცე მხარდაჭერით, ჩვენ საფუძველი ჩავუყარეთ ეროვნული განვითარების მნიშვნელოვან პროცესს, რომლის მთავარი მიმართულებებია სტაბილურობა, პროგრესი და ევროპულ საზოგადოებაში ინტეგრაცია.

ჩემი მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება ნათლად მაჩვენებს, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს უდიდესი პოტენციალი, და რაც მთავარია — გვყავს ენერგიული და მიზანდასახული ხალხი. განხორციელდა მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი, რომლებმაც ჩვენი რეგიონები უფრო თანამედროვე და კომფორტული გახადა. მაგრამ ჩვენ სავსენი ვართ ახალი ენერგიითა და შთაგონებით, რომ გავაგრძელოთ დაწყებული საქმეები, დავაჩქაროთ პოზიტიური ცვლილებების ტემპი და გავხადოთ ჩვენი ქვეყანა კიდევ უკეთესი.

წარმატებებს ვუსურვებ პარლამენტს მის საქმიანობაში, ხოლო თითოეულ თქვენგანს — რწმენას, ერთიანობასა და ახალ მიღწევებს. ერთად ჩვენ ყველაფერს შევძლებთ,”-ამბობს ზვიად შალამბერიძე. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები