TOPNEWS » მთავარი თემა » ჭიათურის ორ სოფელში სკოლა მხოლოდ თითო მეთორმეტეკლასელმა დაასრულა

ჭიათურის ორ სოფელში სკოლა მხოლოდ თითო მეთორმეტეკლასელმა დაასრულა

ჭიათურის ორ სოფელში სკოლა მხოლოდ თითო მეთორმეტეკლასელმა დაასრულა

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე ჭიათურის მაღალმთიან სოფლებში - ქვედა ბერეთისასა და ვაჭევში -სკოლებს ეწვია, სადაც წელს თითოეულ სკოლაში მხოლოდ ერთი მეთორმეტეკლასელი ამთავრებს სწავლას. მერმა ორივე სკოლის მოსწავლეს სკოლის დასრულება მიულოცა, სიმბოლური საჩუქრები გადასცა და ბედნიერი მომავალი უსურვა.

„მადლობა, რომ პირველი კლასიდან ასე მარტო მიუყვებით სასკოლო გზას. მადლობა თქვენს მშობლებს, რომ არ წაგიყვანეს სხვა სკოლაში, არ დატოვეთ სოფელი. ბედნიერი მომავალს გისურვებთ. დარწმუნებული ვარ, თქვენი  შრომითა და გონიერებით  შეძლებთ ჩვენი ქალაქისა და ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნაში ღირსეული წვლილის შეტანას,"- განაცხადა გივი მოდებაძემ.

ქალაქის მერი ასევე იმყოფებოდა  შინდისის გმირის, შმაგი კუპატაძის სახელობის სკოლაში, სადაც ბოლო ზარის ღონისძიება მოეწყო.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მასშტაბით წელს 330  მეთორმეტეკლასელი გამოემშვიდობა სკოლას.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu