სასწრაფოდ საყურადღებოა ნიკორწმინდის უნიკალური ტაძრის ფასადის ქვის მდგომარეობა-ინფორმაციას ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია" ავრცელებს.
"ტაძრის სახურავი, რომლის რეაბილიტაცია 2017 -2019 წლებში ჩატარდა, რამდენიმე ადგილზე ნალექის სახურავიდან გადატანას ვერ უზრუნველყოფს და ქვა ზიანდება.
მდგომარეობის გაუარესება თვალშისაცემია.
სახურავი სპილენძისაა და ნალექის დროს წყლის მუდმივი შემხებლობის გამო ქვის შეფერილობაც შეცვლილია.
კლიმატის გათვალისწინებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თოვლისგან საძირკველთან კედლების გათავისუფლება, რამდენადაც რაჭაში თოვლი იშვიათობა არ არის, აღმავალი ტენის ზრდის რისკებს აპროვოცირებს.
ამ მხრივ განსაკუთრებით საყურადღებოა ჩრდილოეთ ფასადის მდგომარეობა სადაც თოვლის დნობა პირდაპირ ფუნდამენტში ხდება და გარედან კედელი სველია.
კულტურული მემკვიდრეობა იცნობთ ამ პრობლემას, თუ გელათივით "რეაბილიტაციისთვის დამახასიათებელი უმნიშვნელო ხარვეზია?,"-აცხადებენ ორგანიზაციაში.