TOPNEWS » მთავარი თემა » ზესტაფონში ქუთაისის ქუჩას აწყობენ

ზესტაფონში ქუთაისის ქუჩას აწყობენ

ზესტაფონში ქუთაისის ქუჩას აწყობენ

 ზესტაფონში ქუთაისის ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. 

ადგილობრივი  ბიუჯეტის დაფინანსებით, ქუთასის ქუჩაზე  სანიაღვრე არხის და გზის სარეკონსტრუქციო სამუშაოები ხორციელდება. პროექტის ღირებულება 257 737 ლარს შეადგენს. 

სარეაბილიტაციო  სამუშაოების ფარგლებში, გზის ზედაპირზე ასფალტის საფარი დაიგება. მოეწყობა ქვაფენილი ფეხით მოსიარულეთათვის. 

ქუთაისის ქუჩა ქალაქისთვის ერთ - ერთ საკვანძო მაგისტრალს წარმოადგენს, რომელიც  რამდენიმე უბანს აკავშირებს ერთმანეთთან.  გზის მოწყობის სამუშაოებს შპს "ბორანი" აწარმოებს.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu