TOPNEWS » მთავარი თემა » სკალდის მთაზე ასვლის მსურველებისთვის ლენტეხის მერია განცხადებას ავრცელებს
სკალდის მთაზე ასვლის მსურველებისთვის ლენტეხის მერია განცხადებას ავრცელებს
31 მაისს, სკალდობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სკალდზე ამსვლელ მომლოცველთა საყურადღებოდ ლენტეხის მერია განცხადებას ავრცელებს:
"გზებზე არსებული თოვლის საფარის გამო, მომლოცველთა უსაფრთხოების მიზნით, გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებით.
ასევე, ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხების თავიდან ასაცილებლად, პოლიციის თანამშრომლები ავტომობილებს სკალდიდან უკან დაბრუნების საშუალებას მხოლოდ 13:00 საათის შემდეგ მისცემენ.
გთხოვთ, აუცილებლად გაითვალისწინოთ აღნიშნული შეზღუდვები.
ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს გილოცავთ სულთმოფენობას,"-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.





