TOP-NEWS.GE / სკალდის მთაზე ასვლის მსურველებისთვის ლენტეხის მერია განცხადებას ავრცელებს

სკალდის მთაზე ასვლის მსურველებისთვის ლენტეხის მერია განცხადებას ავრცელებს

31 მაისს, სკალდობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სკალდზე ამსვლელ მომლოცველთა საყურადღებოდ ლენტეხის მერია განცხადებას ავრცელებს:

"გზებზე არსებული თოვლის საფარის გამო, მომლოცველთა უსაფრთხოების მიზნით, გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებით.

ასევე, ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხების თავიდან ასაცილებლად,  პოლიციის თანამშრომლები ავტომობილებს სკალდიდან უკან დაბრუნების საშუალებას მხოლოდ 13:00 საათის შემდეგ მისცემენ.

გთხოვთ, აუცილებლად გაითვალისწინოთ აღნიშნული შეზღუდვები.

ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს გილოცავთ სულთმოფენობას,"-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. 

გუშინ, 23:48
უკან დაბრუნება