ლეჩხუმში, ხვამლის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია შველას ითხოვს.
როგორც ცნობილი ხდება, ეკლესიას სახურავი ქარმა გადახადა, რის შედეგადაც ჩასული წყალი ჯვარ-ხატებს ანადგურებს.
"ტაძარი აქამდეც უმძიმეს მდგომარეობაში იყო, მაგრამ მოსახლეობისგან ადრე მოწყობილი ეს დროებითი სახურავი იმდენს მაინც ახერხებდა, რომ წყალი არ ჩადიოდა,"-წერენ მოქალაქეები.