TOP-NEWS.GE / ქუთაისში სულიკო თორთლაძის სახელობის მე-11 კომპლექსური სპორტული სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა

ქუთაისში სულიკო თორთლაძის სახელობის მე-11 კომპლექსური სპორტული სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა

ქუთაისში სულიკო თორთლაძის სახელობის მე-11 კომპლექსური სპორტული სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა.

პროექტის მიხედვით სრულად განახლდა კალათბურთის, მაგიდის ტენისისა და ჩოგბურთის დარბაზები, ასევე, მოწესრიგდა შენობის ფასადი, სახურავი, კეთილმოეწყო ეზო. სკოლა 450 - მდე სპორტსმენზეა გათვლილი. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მიერ 2 694 751 ლარით დაფინანსდა. 


განახლებული სპორტული სკოლა ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეშვილმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა, საქართველოს პარლამენტის წევრებმა ზაზა ლომინაძემ, ვიქტორ სანიკიძემ და გივი ჭიჭინაძემ დაათვალიერეს.

24-09-2025, 16:35
უკან დაბრუნება