ქუთაისის საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქცია "პროგრესულ პლატფორმად" გადაკეთდა. ფრაქციას სახელი მას შემდეგ შეეცვალა, რაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრთა ნაწილმა პარტია ლევან ხაბეიშვილის მიმართ პრეტენზიების მიზეზით დატოვა და ნიკა მელიას გუნდს შეუერთდა.
ქუთაისის საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობა" 13 დეპუტატით იყო წარმოდგენილი. პარტია ჯერ ერთმა წევრმა, ხოლო მოგვიანებით 7-მა წევრმა დატოვა. პარტიიდან წასულები აცხადებდნენ, რომ ისინი იზიარებენ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ ხედვას და მისი განთავისუფლებისთვის აქტიურად იმუშავებენ.