რეკლამა

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ქუთაისში შეგროვებულ ხელმოწერებს სალომე ზურაბიშვილს გადასცემენ

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ქუთაისში შეგროვებულ ხელმოწერებს სალომე ზურაბიშვილს გადასცემენ

მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერები შეაგროვეს ქუთაისში, სადაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე" ლევან ხაბეიშვილი მიხეილ სააკაშვილის პირად წარმომადგენელთან, სოფო ჯაფარიძესთან ერთად იმყოფებოდა. 

 "ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ უფრო დაგვარწმუნა, რამდენად მნიშვნელივანია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება. ბევრჯერ მოგვისმენია რუსეთის მმართველისგან, პუტინისგან ნავალნისა და მიხეილ სააკაშვილის შორის გავლებული პარალელი, ამიტომ ვითხოვთ, სალომე ზურაბიშვილმა დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი,"-აცხადებენ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები.

მათი თქმით, ხელმოწერების კამპანია მთელი საქართველოს მასშტაბით გაგრძელდება, ხოლო 1 -ელ მარტს ხელმოწერებს სალომე ზურაბიშვილს გადასცემენ.


ტეგები:

Facebook - კომენტარები