ქუთაისში, "გამჭვირვალობის კანონის" წინააღმდეგ პროტესტი კვლავ გრძელდება.
"18 მაისს გელოდებით აკ. წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის ეზოში.
14:00 სთ-ზე შევუერთდებით სტუდენტთა პროტესტს, რომელიც გაგრძელდება მსვლელობით.
პროტესტის ხმამ უნდა შეაღწიოს უკლებლივ ყველა უბანში. ხვალ მსვლელობით მოვივლით ნიკეას უბანს.
სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, საპროტესტო მსვლელობაზე მობრძანდეთ ეროვნული სამოსით,"-აცხადებენ აქციის მონაწილეები.