TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში სამუშაო საათები გახანგრძლივდა

ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში სამუშაო საათები გახანგრძლივდა

ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში სამუშაო საათები გახანგრძლივდა

ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში მდებარე ინტერაქციული სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმის სამუშაო საათები ვიზიტორთა მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე გახანგრძლივდა.

ამიერიდან მუზეუმი ვიზიტორებს ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 11:00-დან 19:00 საათამდე უმასპინძლებს.

ექსპოზიცია მსოფლიოს წამყვანი სამეცნიერო ცენტრების გამოცდილებას ეფუძნება და 50 თანამედროვე ექსპონატს მოიცავს. მათი ნაწილი პოლონეთის კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრთან თანამშრომლობით შეიქმნა.

ექსპოზიცია მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორებიცაა:

🔹 ფიზიკა

🔹 მათემატიკა

🔹 ინჟინერია და მექანიკა

🔹 ოპტიკა და ელექტრომაგნიტიზმი

🔹 ასტრონომია

🔹 საბუნებისმეტყველო მეცნიერებები

🔹 ხელოვნური ინტელექტი და თანამედროვე ტექნოლოგიები.

“გელოდებით საქართველოში პირველ ინტერაქციულ სამეცნიერო და ტექნოლოგიურ მუზეუმში, სადაც მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამყაროს სრულიად ახალი და საინტერესო ფორმით გაეცნობით,”-აცხადებენ ტექნოლოგიურ ჰაბში.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu