რეკლამა

1-3 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი

1-3 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი


1 ნოემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი, 2-3 ნოემბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია  ხანმოკლე წვიმა, ზოგან შესაძლებელია ელჭექი. 

თბილისში   1-2 ნოემბერს უნალექო ამინდი  იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება. 3 ნოემბერს კი დღის ბოლოს შესაძლებელია მცირე წვიმა, ჰაერის ტემპერატურა დღისით +22+24 გრადუსი დაფიქსირდება. 
 
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 1-2 ნოემბერს შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი, ხოლო 3 ნოემბერს მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 1-2 ნოემბერს +25+27 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 3 ნოემბერს დღისით +21+23 გრადუსი.    
  
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 1-2 ნოემბერს შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი, ხოლო 3 ნოემბერს მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 1-2 ნოემბერს +26+28 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 3 ნოემბერს დღისით +21+23 გრადუსი.    
    
დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 1-2 ნოემბერს შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი, ხოლო 3 ნოემბერს მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 1-2 ნოემბერს +25+27 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 3 ნოემბერს დღისით +19+21 გრადუსი.    

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 1 ნოემბერს შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი, ხოლო 2-3 ნოემბერს   მოსალოდნელია წვიმა. ჰაერის ტემპერატურა 1  ნოემბერს +22+24 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 2-3 ნოემბერს დღისით +14+16 გრადუსი.    

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი):  1-2 ნოემბერს უნალექო ამინდი  იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება. 3 ნოემბერს დღის ბოლოს მოსალოდნელია  მცირე წვიმა, ჰაერის ტემპერატურა დღისით +22+24 გრადუსი დაფიქსირდება.
 
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო,):  1-2 ნოემბერს უნალექო ამინდი  იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება. 3 ნოემბერს დღის ბოლოს კი შესაძლებელია მცირე წვიმა, ჰაერის ტემპერატურა დღისით +22+24 გრადუსი დაფიქსირდება. 
 
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 1-2 ნოემბერს უნალექო ამინდი  იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება. 3 ნოემბერს დღის ბოლოს კი მოსალოდნელია მცირე წვიმა, ჰაერის ტემპერატურა დღისით +17+19 გრადუსი დაფიქსირდება.  

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 1-2 ნოემბერს უნალექო ამინდი  იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება. 3 ნოემბერს  კი მოსალოდნელია  მცირე წვიმა, ჰაერის ტემპერატურა დღისით გუდაურში და ომალოში  +9 +11 , ხოლო წალკაში, ბაკურიანში და ახალქალაქში +14+16 გრადუსი დაფიქსირდება.


ტეგები:

Facebook - კომენტარები