TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისის საკრებულოში მოხვედრას “გირჩი” შეეცდება

ქუთაისის საკრებულოში მოხვედრას “გირჩი” შეეცდება

ქუთაისის საკრებულოში მოხვედრას “გირჩი” შეეცდება


 “გირჩის” საკრებულოს სიის პირველი ნომერი ქუთაისში თეკლა მებურიშვილია. 

“მე ქუთაისში დავიბადე და გავიზარდე. ეს ქალაქი ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებული იყო. აქ არის ჩემი ოჯახი, ჩემი ბავშვობის მოგონებები. ეს ის ქალაქია, სადაც ყოველთვის ვბრუნდები.

სტუდენტობის დროს ჩემი ოცნება მოსამართლეობა იყო, თუმცა მალევე მივხვდი, რომ ამ სისტემაში მოსამართლეობა დამოუკიდებლობას არ ნიშნავს. ამიტომ ჯერ კერძო სექტორში ვიმუშავე იურისტად, შემდეგ კი გირჩში აღმოვჩნდი. ამ პერიოდში მივიღე კანონპროექტებზე მუშაობის გამოცდილება, ვნახე როგორ მუშაობს პარლამენტი, დავინახე რა ხდება პოლიტიკის კულისებში.

2023 წელს ოჯახი შევქმენი, ქუთაისში დავბრუნდი საცხოვრებლად და პოლიტიკიდან ოჯახსა და მცირე ბიზნესზე გადავერთე. პატარა სასტუმრო მაქვს, რომელსაც თვითონ ვმართავ. აქედან დაიწყო ჩემი ყოველდღიური შეხება ბიუროკრატიასთან, გაუმართავ ინფრასტრუქტურასთან და უსამართლო წესებთან, ამას ვაწყდებით როგორც მოქალაქეები, ისე მეწარმეები. მივხვდი, რომ პოლიტიკას ვერსად გავექცევი, ეს პრობლემები საერთო პრობლემებია და მათი გადაწყვეტა მხოლოდ ქალაქის მმართველობის ან უფრო მაღალ დონეზეა შესაძლებელი. 

მე პოლიტიკაში მინდა ვიყო ის ადამიანი, რომელიც ქუთაისს წარმოადგენს, რომელიც აქ ცხოვრობს, ამ ქალაქის სუნთქვას გრძნობს და უნდა, რომ ქუთაისი ხვალ უკეთესი იყოს, ვიდრე დღეს არის. ადამიანი, რომელსაც შეუძლია იყოს თქვენი ხმა და ინტერესების დამცველი ადგილობრივ ხელისუფლებაში, ყველა საჭირო კარი შეაღოს თქვენს ნაცვლად და იყოს თქვენიანი საკრებულოში,”-ამბობს თეკლა მებურიშვილი. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu