რეკლამა

ხონის სოფელ ნახახულევში მსხვილფეხა პირუტყვს ცოფი დაუდასტურდა

ხონის სოფელ ნახახულევში მსხვილფეხა პირუტყვს ცოფი დაუდასტურდა

ხონის მუნიციპალიტეტში ცოფის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევის დაფიქსირების გამო, ვეტერინარული კარანტინი გამოცხადდა. შესაბამისი ბრძანება ხონის მერმა ლადო ჯურხაძემ სურსათის ეროვნული სააგენტოს წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე  გამოსცა.

სოფელ ნახახულევში მსხვილფეხა პირუტყვის  ცოფით  დაავადების ფაქტი ლაბორატორიულად დადასტურდა. შედეგად, სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარებმა შესაბამისი  ღონისძიებების გახორციელება უკვე დაიწყეს. 

ცოფისთვის საშიშ ბუფერულ ზონაში  მიმდინარეობს ცხოველების ვაქცინაცია და სადეზინფექციო სამუშაოები. ასევე, ადამიანები, რომლებიც დაავადებულ ცხოველთან იყვნენ კონტაქტში, ანტირაბიულ კონტროლზე არიან აყვანილი. 

კარანტინი დაავადების კერიდან 3 კილომეტრის რადიუსს მოიცავს და ცოფით ცხოველის დაავადების უკანასკნელი შემთხვევის დაფიქსირების და სალიკვიდაციო ღონისძიებების ჩატარებიდან 60 დღის შემდეგ მოიხსნება.


ტეგები:

Facebook - კომენტარები