რეკლამა

ქუთაისელი ახალგაზრდა მუსიკოსი ჯულიარდისა და მანჰეტენის სკოლის სრული გრანტის მფლობელი გახდა

ქუთაისელი ახალგაზრდა მუსიკოსი ჯულიარდისა და მანჰეტენის სკოლის სრული გრანტის მფლობელი გახდა

ქუთაისელი ახალგაზრდა მუსიკოსი ნინი გიორგაძე სრული დაფინანსებით ჯულიარდისა და მანჰეტენის სკოლის მაგისტრანტი გახდა. 

ნინი გიორგაძე ა(ა)იპ „ ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ ფილიალის - მ. ბალანჩივაძის სახ. ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის კურსდამთავრებულია.

ვ. ა. მოცარტის საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული, მევიოლინე ნინი გიორგაძე 6 წლიდან უკრავს.  მან სწავლა პედაგოგ ეკა გიორგაძის კლასში მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის პირველ სამუსიკო სკოლაში დაიწყო, შემდეგ კი მელიტონ ბალანჩივაძის ცენტრალურ სამუსოკო სასწავლებელში განაგრძო. 2010 წლიდან ის გახდა ხელოვნების აკადემიის წევრი. 2012 წელს საქართველოს მე-5 ეროვნულ კონკურსზე დაჯილდოვდა იაპონიის საელჩოს სტიპენდიით. ნინის ასევე მიღებული აქვს ლიანა ისაკაძის სპეციალური პრიზი. 2013-2014 წლებში ის გამოდიოდა საქართველოს კამერულ ორკესტრთან ერთად გერმანიაში, ინგოლშტატში, დირიჟორ ლავარდ სკოუ-ლარსენთან ერთად. მან ასევე მონაწილეობა მიიღო საქართველოს სიმფონიეტასთან ერთად გამართულ ტურნეზე ქვეყნის გარშემო. ამჟამად ნინი სწავლობს მანჰეტენის სამუსიკო სკოლაში ნიკოლას მანის კლასში. ამ ოთხი წლის განმავლობაში ამერიკაში ნინიმ ორჯერ გაიმარჯვა ლილიან ფუქსის კამერული ანსამბლის კონკურსში. მასტერკლასები მიიღო შიაო ვანგისგან, მიჰაელა მარტინისგან, პიტერ შუჰმაიერისგან, კოლია ბლახერისგან. იგი ქალაქ მისტიკის კამერული ანსაბლის ფესტივალის წევრია და ამ წლის მაისში უკრავს ამავე ფესტივალზე ამერიკის სიმებიან კვარტეტთან ერთად, სადაც შეასრულებს მენდელსონის ოქტეტს. 2024 წლის ზაფხულში ნინი მიწვეულია, თავის კვარტეტთან ერთად, როგორც ცენტრუმ პორტ ტაუნსენდის კამერული ანსაბლის ფესტივალზე, ასევე "ანკორ" სიმებიან კვარტეტის ფესტივალზე.


ტეგები:

Facebook - კომენტარები