TOPNEWS » მთავარი თემა » ხარაგაულის რომელ სოფლებში აწყობს მერია საუბნო გზებს?

ხარაგაულის რომელ სოფლებში აწყობს მერია საუბნო გზებს?

ხარაგაულის რომელ სოფლებში აწყობს მერია საუბნო გზებს?

რეგიონული განვითარების ფონდიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტს ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად 6 652 643 ლარი გამოეყო. საბიუჯეტო ცვლილება ბიუროს სხდომაზე მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა, წარადგინა.

აღნიშნული თანხები ძირითადად საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მოხმარდება. ვარლამ ჭიპაშვილის ინფორმაციით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა პირველ ეტაპზე  რგფ 6 119 072 ლარი მიიღო, რომლის ფარგლებშიც  39 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.

მეორე ეტაპზე გზების  რეაბილიტაცია იგეგმება.

➡️სოფელ უბისაში საუბნო გზის რეაბილიტაცია-პროექტის ღირებულება 100 000 ლარი;

➡️ სოფელ მარელისში საუბნო გზის რეაბილიტაცია (მეორე ეტაპი)-პროექტის ღირებულება 150 000 ლარი; 

➡️ღორეშა-მარიამწყაროს გზის რეაბილიატაცია- პროექტის ღირებულება 100 000 ლარი;

➡️ ქროლში საუბნო გზის რეაბილიტაცია-პროექტის ღირებულება 52 331 ლარი; 

➡️ წიფაში საუბნო გზის რეაბილიტაცია-პროექტის ღირებულება 52 331; 

➡️ თეთრაწყაროში საუბნო გზის რეაბილიტაცია-პროექტის ღირებულება 52 332 ლარი. 

პროექტები გარდამავალია.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu