2024 წლის, 27 თებერვალს, სასტუმრო „ქუთაისი ინნ“-ში (მის: დავით აღმაშენებლის 2) ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის ფინანსური
მხარდაჭერით იმერეთის, კახეთის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთისა და გურიის ბრენდირებული პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.
"გამოფენის სტუმრებს გელით ხარისხიანი, ეკოლოგიურად სუფთა, უძველესი ტრადიციებით დამზადებული პროდუქტები, ასევე თითეული რეგიონისთვის დამხასიათებელი ყოფის, ფოლკლორის, ტრადიციული სამზარეულოს, სტუმარ-მასპინძლობის, ცხოვრებისეული და
საინტერესო ისტორიების გამზიარებელი მცირე მეწარმეები,"-ნათქვამია გავრცელებულ ანონსში.
ღონისძიება 15:00 საათზე დაიწყება და 18:00 საათზე დასრულდება.
დასწრება თავისუფალია.