რეგიონული განვითარების ფონდიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტს ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად 6 652 643 ლარი გამოეყო. საბიუჯეტო ცვლილება ბიუროს სხდომაზე მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა, წარადგინა.
აღნიშნული თანხები ძირითადად საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მოხმარდება. ვარლამ ჭიპაშვილის ინფორმაციით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა პირველ ეტაპზე რგფ 6 119 072 ლარი მიიღო, რომლის ფარგლებშიც 39 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.
მეორე ეტაპზე გზების რეაბილიტაცია იგეგმება.
➡️სოფელ უბისაში საუბნო გზის რეაბილიტაცია-პროექტის ღირებულება 100 000 ლარი;
➡️ სოფელ მარელისში საუბნო გზის რეაბილიტაცია (მეორე ეტაპი)-პროექტის ღირებულება 150 000 ლარი;
➡️ღორეშა-მარიამწყაროს გზის რეაბილიატაცია- პროექტის ღირებულება 100 000 ლარი;
➡️ ქროლში საუბნო გზის რეაბილიტაცია-პროექტის ღირებულება 52 331 ლარი;
➡️ წიფაში საუბნო გზის რეაბილიტაცია-პროექტის ღირებულება 52 331;
➡️ თეთრაწყაროში საუბნო გზის რეაბილიტაცია-პროექტის ღირებულება 52 332 ლარი.
პროექტები გარდამავალია.