TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისის მოსახლეობას წყლის მიწოდება 16:00 საათიდან აღუდგება

ქუთაისის მოსახლეობას წყლის მიწოდება 16:00 საათიდან აღუდგება

ქუთაისის მოსახლეობას წყლის მიწოდება 16:00 საათიდან აღუდგება

ქუთაისში მიმდინარე გეგმიური ტექნიკური სამუშაოების სირთულის გამო წყალმომარაგების აღდგენის დრო გახანგრძლივდა. მოსახლეობას წყალი 16:00 საათიდან აღუდგება-ინფორმაციას კომპანია თავად ავრცელებს. 

მათივე ცნობით, რეგიონის ტექნიკური სამსახური მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში მუშაობდა პრობლემის აღმოსაფხვრელად.

"შეგახსენებთ, 4 ივლისს ქვიტირის გადამქაჩ სადგურში, 800 მმ დამწნეხი კოლექტორის შეცვლისა და ფარცხანაყანევის w-800m³ რეზერვუარის რეცხვა-დეზინფექციის გეგმიური სამუშაოები განხორციელდა. აუცილებელი სამუშაოების შედეგად, საგრძნობლად შემცირდება სასმელი წყლის დანაკარგი, რაც თავის მხრივ, გააუმჯობესებს წყლის ხარისხსა და მიწოდებას.

გეგმიური სამუშაოების ფარგლებში გათიშული ქუჩების ჩამონათვალი იხილეთ საიტზე: https://water.gov.ge/page/full/107
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით კომპანიის ცხელ ხაზზე: 032 2 93 00 00

კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო,"-აცხადებენ კომპანიაში. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu