თერჯოლაში ახალი საბავშვო ბაღი აშენდა

თერჯოლაში ახალი საბავშვო ბაღი აშენდა

ქალაქ თერჯოლაში ახალი საბავშვო ბაღი აშენდა. 

პროექტის ფარგლებში ორსართულიანი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი აშენდა,  რომელიც ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. დამონტაჟდა ცენტრალური გათბობა და აღიჭურვა თანამედროვე ინვენტარით, გარდა შიდა ინფრასტრუქტურისა, კეთილმოეწყო საბავშვო ბაღის ეზო.

აღნიშნული პროექტის საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების ფონდის ფარგლებში განხორციელდა, რომლის  ღირებულება  2 243 845 ლარს შეადგენს.


ტეგები:

Facebook - კომენტარები