ვანის მერმა წარმატებული კურსდამთავრებულები დააჯილდოვა
ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა და მერის მოადგილემ ვლადიმერ ხელაძემ ვანის მუნიციპალიტეტის სკოლების წარმატებული კურსდამთავრებულები დააჯილდოვეს. მერიისგან ფულადი ჯილდო და დიპლომები გადაეცათ იმ აბიტურიენტებს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უმაღლესი შეფასებები მიიღეს და გრანტი მოიპოვეს.
„გილოცავთ მიღწეულ წარმატებებს, თქვენ, თქვენს მშობლებს და პედაგოგებს. მიხარია, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტში ბევრი ნიჭიერი, შრომისმოყვარე და მიზანდასახული ახალგაზრდაა. მჯერა მიღებულ ცოდნას და განათლებას ქვეყნის საკეთილდღეოდ გამოიყენებთ და ღირსეულად წარმოაჩენთ ჩვენს მუნიციპალიტეტს,“ - განაცხადა ალექსანდრე გოგორიშვილმა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შოთა გიორგაძე მოადგილეებთან ერთად, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ივანე კორძაძე და წარჩინებული კურსდამთავრებულთა მშობლები.
მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ფინანსური წახალისება ათმა კურსდამთავრებულმა მიიღო. ესენი არიან:
მირიან სვანაძე (მართლმადიდებლური გიმნაზია);
მარიამ გუგუციძე (ზედავანის საჯარო სკოლა);
გუკა ბერიშვილი (მართლმადიდებლური გიმნაზია);
მარიამ ორმოცაძე (ზედავანის საჯარო სკოლა);
ანი შელია (ისრითის საჯარო სკოლა);
ანა ტყეშელაშვილი (ამაღლებას საჯარო სკოლა);
ნანა ძიგრაშვილი (ზედავანის საჯარო სკოლა);
ავთანდილ ოჩხიკიძე (ტობანიერის საჯარო სკოლა);
ანასტასია ნამიჭეიშვილი (ზედავანის საჯარო სკოლა); ანანო მარკოიძე (მართლმადიდებლური გიმნაზია).
შეხვედრა ვანის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.
ვანის მუნიციპალიტეტში წარმატებული ახალგაზრდების წახალისების პრაქტიკა მომავალშიც გაგრძელდება.





