TOPNEWS » მთავარი თემა » 23 წლის სტიქაროსნის გარდაცვალების საქმეზე 3 ადამიანი დააკავეს

23 წლის სტიქაროსნის გარდაცვალების საქმეზე 3 ადამიანი დააკავეს

23 წლის სტიქაროსნის გარდაცვალების საქმეზე 3 ადამიანი დააკავეს

23 წლის სტიქაროსნის, თემურ ხადურის გარდაცვალების საქმეზე სამი ყოფილი  პოლიციელი დააკავეს.

"სამ ადამიანზეა საუბარი - კახა ნებიერიძეზე, რომელიც იყო თერჯოლის პოლიციის უფროსის მოადგილე, ასევე ლაშა ლაბუჩიზეზე, რომელიც იყო ტყიბულის პოლიციის უფროსის მოადგილე და ასევე მალხაზ აბჟანდაძე, რომელიც მუშაობდა თერჯოლის პოლიციაში დეტექტივის პოზიციაზე. ძალიან რთულდებოდა თითოეული მტკიცებულების მოპოვება, რომ დავრწმუნებულიყავით იყო თუ არა ამ პოლიციელების ჩვენება რეალური და ჩატარდა უამრავი საგამოძიებო მოქმედება, დაიკითხა ასობით ადამიანი და საბოლოოდ დადგინა, რომ ეს პოლიციელები ცრუობდნენ, დადასტურდა დევნის ოპერაცია,"-ამბობს ადვოკატი ლედი ტუკვაძე. 

"თემურ ხადურის საქმე არა ერთხელ იყო შეჩერებული -  რაღაც უშლიდა ხელს ამ ყველაფერს და ვფიქრობ, ჰყავდათ ამ ხალხს მფარველები. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ჩვენ რა? შვილებგარდაცვლილ დედებს შვილებს ვინ დაგვიბრუნებს, მაგრამ იმის შეგრძნება, რომ სამართალი მაინც იზეიმებს და ჩემ შვილთან პირნათელი ვიქნები. მადლობა უფალს, პირველ რიგში, ამისთვის, რომ შემაძლებინა, მადლობა ჩემ ადვოკატს, ქალბატონ ლერი ტუკვაძეს, ყოველთვის გვერდით მედგა ამ მძიმე დღეებში და საგამოძიებო გუნდს. ეს იყო მკვლელობა, ნაცემი ჩემი შვილი შემდეგ იყო გადამალული, ჩაგდებული კალაპოტში, რომ კვალი დაფარულიყო. რა უნდა დაგიშავოს ისეთი, მე ვამბობ კიდევ ერთხელ, როგორ ეძინათ ამდენ ხანს და როგორ უყურებდნენ მათ შვილებს თვალებში ამ მდგომარეობაში, რომ ჩააყენო ადამიანი"- განაცხადა  გარდაცვლილის დედამ ნინო გვიშიანმა. 

23 წლის თემურ ხადურის ცხედარი თერჯოლის სოფელ სიმონეთთან 2024 წლის 28 აგვისტოს იპოვეს. ოჯახი პირველივე დღიდან აცხადებდა, რომ თემურ ხადური სამართალდამცველებმა მოკლეს.

ოჯახის წევრების თქმით, თემურ ხადურმა პოლიციის მანქანას ქვები დაუშინა, რის შემდეგაც პოლიცია მას დაედევნა. დადევნებიდან რამდენიმე წუთში მისი კვალი წყდება.

ოჯახი ხადურს 3 დღის განმავლობაში ეძებდა, რის შემდეგაც მწყემსმა მისი ცხედარი მდინარეში იპოვა. ოჯახი ამბობს, რომ სამედიცინო დასკვნის თანახმად, მის ცხედარს დაზიანებები ჰქონდა.


საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu