ქუთაისში, დები იშხნელების ქუჩის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ადგილობრივები სარეაბილიტაციო სამუშაოების მიზეზით შექმნილ დისკომფორტს აპროტესტებენ.
"ეს გახლავთ დები იშხნელების ქუჩის დასაწყისი, სადაც 7 თვეა მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები. არ არის არანაირი ამკრძალავი ნიშანი სატვირთო მანქანებისთვის, რომლებმაც დაანგრიეს და მწყობრიდან გამოიყვანეს ელექტრო და ინტერნეტ- სადენები, დაამსხვრიეს და ავარიულ მდგომარეობაშია წყალგაყვანილობა!! გადაადგილება შეუძლებელია!!ადგილობრივმა Მოსახლეობამ უამრავი თხოვნით, წერილით მივმართეთ მუნიციპალიტეტს და მერიას, მაგრამ თურმე ტენდერი დამთავრდა. თქვენი ტენდერი დამთავრდება სასექტემბროდ, თუ ამ Ქუჩას და ზოგადად უბანს არ მიხედავთ.
Დარწმუნებულები იყავით, თქვენ ბედს ჩვენს ქუჩაში, უბანში ეს უყურადღებობა, უგულობა და საქმისადმი არაპროფესიონალური დამოკიდებულება გადაწყვეტს. ეს არ არის მხოლოდ ჩემი სუბიექტური აზრი, ვწერ უბნის მოსახლეობის სახელით და თუ შეიძლება ყურადღება მიაქციეთ ამ ძირძველ კოლორიტული უბანს და მეტი პატივისცემა გამოხატეთ მოქალაქეების მიმართ,"-მოსახლეობის სახელით წერს თინათინ ადეიშვილი.