TOPNEWS » მთავარი თემა » ჩინელი ინვესტორი ქუთაისში ადგილობრივებს დაასაქმებს

ჩინელი ინვესტორი ქუთაისში ადგილობრივებს დაასაქმებს

ჩინელი ინვესტორი ქუთაისში ადგილობრივებს დაასაქმებს

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი  ჩინური კომპანია „Sun Group“-ის წარმომადგენლებს შეხვდა.
კომპანიის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ფოტოვოლტური მასალების წარმოება, მათ შორის,  მზის ენერგიის პანელები, ფოტოვოლტური მოდულები და ენერგოსადგურები. 

 კომპანიამ  ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში დააფუძნა საწარმო "გეო სოლარ თექნოლოჯი" - ფოტოვოლტური მოდულების მწარმოებელი ქარხანა,  100 -ზე მეტი სამუშაო ადგილით, სადაც ადგილობრივი მუშახელი დასაქმდება. 

დავით ერემეიშვილმა  და „Sun Group“-ის  თავმჯდომარემ ლანგ ქინსონგმა ისაუბრეს თანამედროვე ტექნოლოგიური საწარმოების მნიშვნელობაზე ქალაქის განვითარებაში, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების  გადამზადებისა და  ურიერთთანამშრომლობის შესახებ.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu