ქუთაისში პარლამენტის დაბრუნებისთვის ხელმოწერების შეგროვება იწყება

26 მაისს, ქუთაისში, ქუთაისის საზოგადოებრივი ასამბლეა ოფიციალურად დაფუძნდება.
ასამბლეის წარმომადგენლის, მაკა ხეცურიანის თქმით, ისინი ქუთაისისთვის საპარლამენტო ქალაქის სტატუსის დასაბრუნებლად იბრძოლებენ.
“საზოგადოებრივი ასამბლეა მაძლევს იმის შესაძლებლობას, ჩემს თანამოაზრეებთან ერთად, ქვეყანას დავუბრუნო იმედი და საბოლოოდ ქვეყანას ახალი არჩევნები მოვუტანოთ.
ჩემს გარდა, ქუთაისი ასამბლეას წარმომადგენლები ხვიჩა ვაშაყმაძე, ქეთი დეისაძე, მარიკა ვაჭარაძე არიან,
წევრებს რაც შეეხება, 130-ზე მეტი ადამიანია უკვე. ასამბლეას კარი ყველასთვის ღიაა. თანამოაზრეებს ვიკრებთ. ნებისმიერს შეუძლია შემოგვიერთდეს-მოცემულ ლინკზე გადმოხვალთ, შეავსებთ და შემოგვიერთდებით
(https://shorturl.at/DApJM).
26 მაისს ქუთაისის საზოგადოებრივი ასამბლეა ოფიციალურად დაფუძნდება.
ამ დღეს, 26 მაისვე გავაჟღერებთ ქუთაისის საზოგადოებრივი ასამბლეის პირველ ინიციატივას - ვიწყებთ ბრძოლას ქუთაისისთვის საპარლამენტო ქალაქის სტატუსის დაბრუნებისთვის. ვიცით მარტივი არ იქნება, მაგრამ მზად ვართ ამ ბრძოლისთვის. ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას,”-ამბობს მაკა ხეცურიანი.