TOPNEWS » მთავარი თემა » სიახლე მათთვის, ვისაც ტელეფონზე მოსული სარეკლამო შეტყობინებები აწუხებს

სიახლე მათთვის, ვისაც ტელეფონზე მოსული სარეკლამო შეტყობინებები აწუხებს

სიახლე მათთვის, ვისაც ტელეფონზე მოსული სარეკლამო შეტყობინებები აწუხებს

პირდაპირი მარკეტინგის განხორციელების წესები იცვლება. 
პარლამენტმა უკვე მიიღო „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს ახალი კანონი, რომელიც მნიშვნელოვან ცვლილებებს ითვალისწინებს პირდაპირი მარკეტინგის განხორციელების მიმართულებით.
 "კერძოდ, პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ადრესატის თანხმობით.
 ეს ნიშნავს იმას, რომ არ ექნება მნიშვნელობა რა საფუძვლით ან რა გზით (გარდა უშუალო თანხმობისა) მოიპოვა ან შეაგროვა კომპანიამ მონაცემები, მაშინაც კი თუ ეს ინფორმაცია საჯარო წყაროებში იძებნება.
 ახალი კანონით გათვალისწინებული ვალდებულებებისა და სიახლეების უმრავლესობა ძალაში შევა 2024 წლის 1 მარტიდან,"-აცხადებენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში. 
საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu