ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში ტრადიციული თათბირი გაიმართა. პრესსამსახურის ინფორმაციით, მერის მოადგილემ გერასიმე მჟავანაძემ ორშაბათის ტრადიციულ თათბირზე, სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად, შემდეგი საკითხები განიხილა:
ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების მიმდინარე საკითხები და წლის შეჯამება;
საახალწლო აქტივობების სამზადისი - ქალაქის მორთვა, ცენტრალური ნაძვის ხის ანთება,სოციალური აქტივობები, საახალწლო გალა- კონცერტი;
სანიაღვრე არხების საკითხებთან დაკავშირებული მოქალაქეთა განცხადებების განხილვის შედეგები;
თხილის პროგრამის მიმდინარეობა და შედეგები;
მდგრადი განვითარების მიზნების ხონის მუნიციპალიტეტის ერთი წლის შედეგების მიმოხილვა;
ადმინისტრაციული საკითხები და წერილების ვადების კონტროლი.
"გერასიმე მჟავანაძემ სამსახურებს მოუწოდა, რომ წლის ბოლოს ყველა მიმართულებით აღებული ვალდებულება შეასრულონ,"-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.