TOPNEWS » მთავარი თემა » იმერეთის პოლიციამ ქუთაისში, ვანსა და ბაღდათში საბრძოლო მასალა ამოიღო

იმერეთის პოლიციამ ქუთაისში, ვანსა და ბაღდათში საბრძოლო მასალა ამოიღო

იმერეთის პოლიციამ ქუთაისში, ვანსა და ბაღდათში საბრძოლო მასალა ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, სხვადასხვა დროს ქუთაისში, ბაღდათსა და ვანში 3 პირი დააკავეს. 

პოლიციამ დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების, დამხმარე სათავსოებისა და ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი მოწყობილობა ნივთმტკიცებად ამოიღო, მათ შორის: ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, პისტოლეტი, მცირეკალიბრიანი შაშხანა, 100-მდე საბრძოლო ვაზნა, მჭიდი და ხელყუმბარა. 

ერთ-ერთი დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 260-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu