ა(ა)იპ „ ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების" ფილიალის მ. ბალანჩივაძის სახ. ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის სიმებიანი საკრავების კამერულმა ორკესტრმა (დირიჟორი გიორგი რევიშვილი) წყალტუბოს ,,ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის, თეიმურაზ კობახიძის სახელობის სამუსიკო სკოლაში" კონცერტი გამართა.
კონცერტს ესწრებოდნენ ამავე სკოლის მასწავლებლები, მოსწავლეები და კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების წარმომადგენლები. კონცერტს უძღვებოდა სასწავლებლის დირექტორი მანანა კიკაბიძე.
კონცერტის დასასრულს მსმენელის წინაშე წარსდგა სასწავლებლის პედაგოგთა სიმებიანი კვარტეტი-ზანდა კიკვაძის, დარეჯან ფურცხვანიძის, ნათია გაბრიაძის და მალვინა სანიკიძის შემადგენლობით.
სასწავლებელი მომავალშიც გააგრძელებს რეგიონებში გასვლითი კონცერტების ჩატარებას, რაც მნიშვნელოვანია ახალგაზრდებში კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციისათვის.