იტვირთება

ქუთაისელი სტუდენტი გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის სტიპენდიატი გახდა

ქუთაისელი სტუდენტი გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის სტიპენდიატი გახდა

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის სტუდენტი ინა არაბიძე გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის სტიპენდიატი გახდა.

"საამაყოა ჩემთვის, რომ ამ ფონდის სტიპენდიატი გავხდი.  მადლობას ვუხდი ამ ფონდს და პედაგოგიურ ფაკულტეტს, რომ ზრუნავენ მომავალი პედაგოგების წახალისებასა და პროფესიულ განვითარებაზე. 

აღნიშნული სტიპენდია არის სტიმული და მოტივაცია, რომელიც დაგვეხმარება, რომ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი გავაკეთოთ და ვიშრომოთ მანამ, სანამ ჩვენს მიზანს არ მივაღწევთ! ეს სტიპენდიაც ხომ იმას ადასტურებს, რომ შრომა ყოველთვის ფასდება,"-ამბობს ინა  არაბიძე.


ტეგები:

Facebook - კომენტარები