რა კეთდება ქუთაისში, გამარჯვების ოლქში?-საკრებულოს თავმჯდომარე პროექტების მონიტორინგზე

რა კეთდება ქუთაისში, გამარჯვების ოლქში?-საკრებულოს თავმჯდომარე პროექტების მონიტორინგზე

ქუთაისის საკრებულოს
თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ  "სპეციალური სერვისებისა" და კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, გამარჯვების ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. 

"ყველა პროექტი, რომელიც ამ ეტაპზე მიმდინარეობს არის მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე და ემსახურება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობას.  ადგილობრივებთან კომუნიკაციის შედეგად კი მოხდება იმ პრიორიტეტების განსაზღვრა, რომელიც 2025 წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას უნდა იქნას გათვალისწინებული.

დასასრულს უახლოვდება ახალი სკვერების მოწყობის სამუშაოები  ბუხაიძის N17 ბინისა და   მეორე მიკრო რაიონის  N22 ბინის მიმდებარედ. მოეწყობა თანამედროვე ტიპის განათებები, მოსასვენებელი ძელსკამები და  საფეხმავლო ბილიკები.

რეაბილიტაცია უტარდება დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის საავადმყოფოსთან მისასვლელ გზას, მოწესრიგდება ტროტუარები და სანიაღვრე სისტემა.

ასევე, მიმდინარე წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდება ჯავახიშვილის ქუჩაზე N22-სა და N24 ბინებს შორის არსებულ სპორტულ მოედანს,"-ამბობს ირაკლი შენგელია. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები